ვისთვის არის ეს კურსი
მათთვის, ვისაც Excel-ი არასოდეს უხმარია სერიოზულად — ოფისის თანამშრომელი, HR, ადმინისტრატორი, სტუდენტი, თვითდასაქმებული.
დეტალური სილაბუსი
მოდული 1: ინტერფეისი და ნავიგაცია
Excel-ის გარემოს გაცნობა, ლენტა, სვეტები და სტრიქონები, კლავიატურის ნავიგაცია, ფაილების მართვა და ფორმატები (xlsx, xls, csv).
მოდული 2: ფორმულები და ფუნქციები — საფუძვლები
SUM, AVERAGE, COUNT, MIN, MAX, ROUND. ფარდობითი და აბსოლუტური მისამართები (A1 vs $A$1). საერთო ფორმულის წერის წესები.
მოდული 3: ლოგიკური და საძიებო ფუნქციები
IF, AND, OR, NOT, IFERROR. VLOOKUP-ი და XLOOKUP-ი ნულიდან. პრაქტიკული მაგალითები HR და ფინანსების სფეროდან.
მოდული 4: ფორმატირება და მონაცემთა ვალიდაცია
რიცხვების ფორმატი (ლარი, პროცენტი, თარიღი). პირობითი ფორმატირება. Data Validation — Dropdown-ის შექმნა. ცხრილებად გადაქცევა (Ctrl+T).
მოდული 5: სორტირება, ფილტრები და ცხრილების მართვა
რთული სორტირება მრავალი დონით. Auto Filter და Advanced Filter. Freeze Panes, Split, Group/Ungroup.
მოდული 6: Pivot Table — სრული გაცნობა
Pivot Table-ის შექმნა ნულიდან. Row/Column/Value-ის ლოგიკა. Slicers და Pivot Charts. Top-10 ანალიზი.
მოდული 7: დიაგრამები და ვიზუალიზაცია
Bar, Line, Pie, Combo Chart-ები. დიაგრამის ფორმატირება ბრენდის ფერებში. Sparklines.
მოდული 8: Capstone პროექტი
რეალური ბიზნეს-სცენარი — სრული ბიუჯეტი ან ანგარიში ნულიდან, ფორმულებით, ფილტრებით, Pivot Table-ით და დიაგრამებით.